მინერალთა ფორმები
მინერალის შესწავლა მისი ფერის და გარეგანი ფორმის აღწერით იწყება. მინერალის გარეგანი ფორმა არის მისი ქიმიური შედგენილობის, მინერალწარმომქმნელი გარემოს თერმოდინამიკური პირობების (P,T) და შინაგანი სტრუქტურის გარეგანი გამოხატვა. ბუნებაში იდეალურად განვითარებული ფორმის კრისტალები იშვიათია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე შედგენილობის კრისტალური ნივთიერება განსხვავებულ თერმოდინამიკურ პირობებში სრულიად განსხვავებული ფორმის კრისტალებს ქმნის; არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც განსხვავებული შედგენილობის კრისტალურ ნივთიერებებს შეუძლია მოგვცეს მსგავსი ფორმის კრისტალები.
კრისტალი მყარი, მრავალწახნაგოვანი სხეულია, რომელშიც ელემენტარული ნაწილაკები (ატომები, იონები, მოლეკულები) განლაგებულია კანონზომიერად. კრისტალის ზედაპირო შემოფარგლულია სიბრტყეებით, წიბოებითა და წვეროებით. კრისტალის გეომეტრიულად წესიერ ფორმას აპირობებს კანონზომიერი შიდა აგებულება. გარეგანი ფორმა კი შინაგანი აგებულების გამოხატულებაა.
კრისტალში ერთგვაროვანი წახნაგების, წიბოებისა და კუთხეების წესიერ გამეორებას კრისტალთა სიმეტრია ეწოდება. კრისტალის სიმეტრიას განსაზღვრავს სიმეტრიის სიბრტყე, სიმეტრიის ღერძი და ცენტრი.
ამ ელემენტების კანონზომიერ ერთობლიობას სიმეტრიის კლასი ეწოდება. ცნობილია სიმეტრიის 32 კლასი. კლასები გაერთიანებულია 7 სისტემად ანუ სინგონიად: რომბული, მონოკლინური, ტრიკლინური, ტრიგონული, ტეტრაგონული, ჰექსაგონური და კუბური.
კრისტალების მარტივი ფორმებია: პრიზმა, რომბოედრი, ჰექსაედრი, ბიპირამიდა, დოდეკაედრი, სკალენოედრი და სხვა.
მინერალები სხვადასხვა კრისტალური ფორმით გვხვდება. მაგალითად სხვადასხვა კლასის პრიზმების სახით გვხვდება: ზურმუხტი, ბერილი, ტურმალინი, ტოპაზი, მთის ბროლი და სხვ. რომბოდოდეკაედრების ფორმით: გრანატები და ა.შ.
ბუნებაში მინერალები იშვიათად ვითარდება ცალკეული (ეული) კრისტალების სახით. ხშირად ქმნის სხვადასხვა დანაგროვებს, რომელიც ჩვეულებრივ იმყოფება არაკანონზომიერ შენაზარდებში. მას აგრეგატებს უწოდებენ. აგრეგატები განსხვავდება მინერალური ინდივიდების მარცვლების ფორმით, ზომით და სივრცობრივი განლაგებით.
მორფოლოგიური ნიშნის მიხედვით აგრეგატები შეიძლება იყოს: მარცვლოვანი, მიწისებრი, მჭიდრო; გვხვდება - დენდრიტების, სეკრეციების, კონკრეციების, დრუზების, ოოლითების, პიზოლითების, ნადენი ფორმების სახით.
დ ე ნ დ რ ი ტ ე ბ ი (ბერძ. ‘’დენდრონ’’ ხეს ნიშნავს) არის ძალიან თხელი, ჩონჩხის მსგავსი ფორმის აგრეგატები, რომლებიც გარეგნული იერით ძალიან მოგვაგონებს ხის ტოტს. ჩნდება ქანში არსებულ ვიწრო ნაპრალებში ან ბლანტ გარემოში (სველი თიხები) მინერალის სწრაფი კრისტალიზაციის პირობებში. დენდრიტები დამახასიათებელია ოქროსათვის, ვერცხლისათვის, სპილენძისათვის, რკინის ჟანგებისათვის, პიროლუზიტისათვის და სხვ. ბუნებაში ხშირია შავი, დატოტვილი ფორმის, მანგანუმის დენდრიტები, რომლებიც განვითარებულია დოლომიტებსა და კირქვებში არსებულ ვიწრო ნაპრალების კედლებზე.
დ რ უ ზ ე ბ ს უწოდებენ ქანში არსებულ სიცარიელეებსა და ნაპრალის ზედაპირის ან ძარღვის კედლების საერთო ფუძეზე ერთი ბოლოთი მართობულად ან თითქმის მართობულად მიმაგრებულ ერთი და იმავე შედგენილობისა და განსხვავებული ზომის არაკანონზომიერად შეზრდილ კრისტალთა გროვას. ბუნებაში ფართო გავრცელებით სარგებლობს კვარცის, ბარიტის, კალციტის და სხვა მინერალთა დრუზები.
ს ე კ რ ე ც ი ა არის დაახლოებით ოვალური, ხშირად უსწორმასწორო ფორმის კრისტალური სხეული, რომელიც წარმოიშობა ქანში არსებული სიცარიელეების (სიღრუვეების) მინერალური ნივთიერებით შევსების გზით. სეკრეციებში მინერალთა ზრდა ხდება სიცარიელეების კედლებიდან ცენტრის მიმართულებით. მათში მინერალური ინდივიდები შეიძლება განლაგებული იყოს უწესრიგოდ (ქაოტურად) ან იშვიათად კანონზომიერად–პარალელურ ორიენტაციაში. ქანში არსებული სიცარი-ელეების ამოვსება შეიძლება მოხდეს მთლიანად ან ნაწილობრივ. სეკრეციებს ხშირად ახასიათებს კონცენტრიულ-შრეებრივი აგებულება, რაც მათი წარმოშობის რიტმუ-ლობის მაჩვენებელია .

დ ე ნ დ რ ი ტ ე ბ ი (ბერძ. ‘’დენდრონ’’ ხეს ნიშნავს) არის ძალიან თხელი, ჩონჩხის მსგავსი ფორმის აგრეგატები, რომლებიც გარეგნული იერით ძალიან მოგვაგონებს ხის ტოტს. ჩნდება ქანში არსებულ ვიწრო ნაპრალებში ან ბლანტ გარემოში (სველი თიხები) მინერალის სწრაფი კრისტალიზაციის პირობებში. დენდრიტები დამახასიათებელია ოქროსათვის, ვერცხლისათვის, სპილენძისათვის, რკინის ჟანგებისათვის, პიროლუზიტისათვის და სხვ. ბუნებაში ხშირია შავი, დატოტვილი ფორმის, მანგანუმის დენდრიტები, რომლებიც განვითარებულია დოლომიტებსა და კირქვებში არსებულ ვიწრო ნაპრალების კედლებზე.






მ ი წ ი ს ე ბ რ ი აგრეგატები გარეგნული იერით ძალიან მიაგავს ფქვილს, ფხვიერი ნიადაგის ნატეხს, რომელშიაც კრისტალური წარმონაქმნების გარჩევა ზოგჯერ მიკროსკოპშიც კი შეუძლებელია. მიწისებრი აგრეგატები ჩნდება ქანების, მინერალების ან მადნების გამოფიტვის ზონაში შავი, ყვითელი ან რუხი ფერის ქერქების სახით.
მ ჭ ი დ რ ო აგრეგატები პრინციპში მარცვლოვანი აგრეგატების მსგავსია, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით მჭიდრო აგრეგატებში ცალკეული მინერალის მარცვლების კონტურების გარჩევა ოპტიკური ხელსაწყოების დახმარებითაც კი შეუძლებელია. მჭიდრო აგრეგატების კარგი მაგალითია ქალცედონი.
ფ უ რ ც ლ ო ვ ა ნ და ქ ე რ ც ლ ო ვ ა ნ მინერალურ აგრეგატებს ახასიათებს ფირფიტისებრი_ ორი მი-მართულებით წაგრძელებული ფორმა. ამ ტიპის მინერალები ადვილად იშლება ცალკეულ ფურცლებად და ქერცლებად. კარგი მაგალითებია: ქარსები, ქლორიტები, ჰემატიტი და სხვ.
ჩ ხ ი რ ი ს ე ბ რ და ნ ე მ ს ი ს ე ბ რ აგრეგატებში კრისტალებს გააჩნია ერთი მიმართულებით წაგრძელე-ბული ფორმა და ხშირად სხივოსნური აღნაგობა.
ქ ე რ ქ ე ბ ი, წ ა ნ ა ც ხ ე ბ ე ბ ი, ბ რ კ ე ე ბ ი ჩნდებიან მინერალის, ნიადაგის, ქანის ნატეხებისა და სამთო გამონამუშევრების მილების ზედაპირზე თხელი ფირფიტებისა და ქერქების სახით. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის აგრეგატები მიწისქვეშა წყლების დედამიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილებს უკავშირდება. ბუ-ნებაში ხშირია რკინის ჰიდროჟანგების თხელი ბრკეების არსებობის შემთხვევები მთის ბროლის, ბარიტის და სხვა მინერალების ზედაპირზე. ამ ტიპის აგრეგატების შესანიშნავ მაგალითად გამოდგება სპილენძისა და სპილენძის შემცველი ქანების ზედაპირზე მალაქიტისა და აზურიტის ქერქებისა და წანაცხებების არსებობაც.
გ ა მ ო ნ ა ფ ი ფ ქ ე ბ ი არის ნიადაგის, ქანებისა და მინერალების ზედაპირზე არიდული კლიმატის პირო-ბებში წყალში ადვილად ხსნადი სულფატებისა და ჰალოგენიდების მინერალური მასების ბუმბულისებრი და ხავსისებრი გამონაფიფქების პერიოდული გამოვლინება. ისინი წვიმიანი ამინდის პირობებში ქრება და მშრალი ამინდის პირობებში კვლავ ჩნდება.



ს ტ ა ლ ა გ მ ი ტ ე ბ ი (ბერძნ. ‘’სტალაგმე’’ წვეთს ნიშნავს). ჩნდება გამოქვაბულის ჭერიდან ჩამონაწვეთი სტალაქტიტების მომცემი ხსნარების აორთქლების შედეგად. დამახასიათებელია სვეტისებრი, კონუსისებურად ამობურცული და გლუვი ზედაპირის მქონე მომრგვალებული ფორმები. სტალაგმიტები იზრდება გამოქვაბულის ფსკერიდან ჭერის მიმართულებით და ხშირ შემთხვევაში სტალაქტიტებს უერთდება.
ნადენ ფორმებს ქმნის შედგენილობით სრულიად განსხვავებული მინერალები: კალციტი, არაგონიტი, ლიმონიტი, თაბაშირი, ოპალი, მალაქიტი, ჰემატიტი და სხვ.
მინერალთა კანონზომიერი შენაზარდები. ჩაზრდისა და შეზრდის მრჩობლები, პარალელური შენაზარდები, ეპიტაქსიის მოვლენები;
ბუნებრივ პირობებში უფრო მეტად გავრცელებულია კრისტალთა ჯგუფური შენაზარდები, ვიდრე ცალკეული (ეული) ინდივიდუალურად განვითარებული კრისტალები. ხშირად შენაზარდები მინერალის არსებობის ჩვეულებრივ ფორმადაც იქცევიან ხოლმე.
შენაზარდებს შორის განასხვავებენ კანონზომიერ და არაკანონზომიერ სახესხვაობებს.
კანონზომიერ შენაზარდებს მიეკუთვნება: პარალელური და ეპიტაქსიალური შენაზარდები და მრჩობლები;
პ ა რ ა ლ ე ლ უ რ შ ე ნ ა ზ ა რ დ ე ბ შ ი ორი ან მეტი კრისტალთა ინდივიდის მარტივი ფორმის წახნაგები ხასიათდება ერთნაირი კრისტალოგრაფიული ორიენტაციით. პარალელურ შენაზარდებში კრისტალთა ინდივიდების შედგენილობა შეიძლება იყოს მსგავსი ან განსხვავებული. მსგავსი შედგენილობის პარალელურად ორიენტირებულ შენაზარდებში კრისტალთა ინდივიდები იძლევიან სამეფო კვერთხის (სკიპტრა) მსგავს ფორმებს.
პ ა რ ა ლ ე ლ უ რ შ ე ნ ა ზ ა რ დ ე ბ შ ი ორი ან მეტი კრისტალთა ინდივიდის მარტივი ფორმის წახნაგები ხასიათდება ერთნაირი კრისტალოგრაფიული ორიენტაციით. პარალელურ შენაზარდებში კრისტალთა ინდივიდების შედგენილობა შეიძლება იყოს მსგავსი ან განსხვავებული. მსგავსი შედგენილობის პარალელურად ორიენტირებულ შენაზარდებში კრისტალთა ინდივიდები იძლევიან სამეფო კვერთხის (სკიპტრა) მსგავს ფორმებს.
სამეფო კვერთხის ფორმის შენაზარდების წარმოქმნა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითად კრისტალზე დაეზრდებიან განსხვავებული ფორმის, მაგრამ იმავე შედგენილობის კრისტალები. ამ ტიპის შენაზარდის კლასიკურ მაგალითად გამოდგება ბუნებაში ფართოდ გავრცელებული კალციტის სამეფო კვერთხის მსგავსი შენაზარდები, სადაც ძირითად კრისტალს აქვს სკალენოედრის ფორმა, ხოლო კანონზომიერად ორიენტირებული გვერდით შეზრდილი კრისტალები წარმოადგენენ ჰექსაგონური პრიზმისა და რომბოედრის კომბინაციას. სამეფო კვერთხის ფორმის პარალელური შენაზარდები დამახასიათებელია ასევე კვარცისათვის, პირიტისათვის და სხვ.
ე პ ი ტ ა ქ ს ი ა. პარალელური შენაზარდებისა და შემრჩობლებისაგან განსხვავებით ბუნებაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს შეეზრდებიან (უფრო სწორად დაეზრდებიან) განსხვავებული.
ე პ ი ტ ა ქ ს ი ა. პარალელური შენაზარდებისა და შემრჩობლებისაგან განსხვავებით ბუნებაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს შეეზრდებიან (უფრო სწორად დაეზრდებიან) განსხვავებული.
შედგენილობის კრისტალთა ინდივიდები. ამ მოვლენას მინერალოგიაში ეპიტაქსიას უწოდებენ (ბერძ. ’‘ეპი’’-ზემოდან, ’‘ტაქსის’’- წესიერად განლაგებული). ეპიტაქსიური შენაზარდების კლასიკური მაგალითებია: ბიოტიტისა და მუსკოვიტის, ჰემატიტისა და რუტილის, კალციტისა და კვარცის, სტავროლიტისა და კიანიტის, შეელიტისა და ფლუორიტის, ალბიტისა და ორთოკლაზის შენაზარდები. ეპიტაქსიალურ შენაზარდებს ქმნიან არა მხოლოდ განსხვავებული შედგენილობის, არამედ ერთი და იმავე შედგენილობის, მაგრამ განსხვავებული სინგონიის კრისტალთა ინდივიდებიც (პოლიმორფული მოდიფიკაციები). ამ ტიპის შენაზარდების მაგალითებად გამოდგება: რომბული მარკაზიტი და კუბური პირიტი, რომბული არაგონიტი და ტრიგონული კალციტი და სხვ.
მ რ ჩ ო ბ ლ ე ბ ი. მრჩობლები ერთი და იმავე შედგენილობის ორი ან მეტი კრისტალური ინდივიდის კანონზომიერი შეზრდის გზით წარმოიქმნება, სადაც ერთი ინდივიდი რომელიმე ღერძის გარშემო 180°-ით მობრუნებით ან რომელიმე სიბრტყეში არეკვლით უთავსდება მეორეს.
მ რ ჩ ო ბ ლ ე ბ ი. მრჩობლები ერთი და იმავე შედგენილობის ორი ან მეტი კრისტალური ინდივიდის კანონზომიერი შეზრდის გზით წარმოიქმნება, სადაც ერთი ინდივიდი რომელიმე ღერძის გარშემო 180°-ით მობრუნებით ან რომელიმე სიბრტყეში არეკვლით უთავსდება მეორეს.
![]() |
თაბაშირის მრჩობლი ,,მერცხლის კუდი“ |
![]() |
სტავროლითი |
ა რ ა კ ა ნ ო ნ ზ ო მ ი ე რ ი შენაზარდები. ამ ტიპის შენაზარდების კლასიკური მაგალითია დრუზები, თაბაშირის მრჩობლი ,,მერცხლის კუდი“, სტავროლითი.
Comments
Post a Comment