მინერალოგია


მი­ნე­რა­ლო­გია არის მოძღ­ვრე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის პრო­დუქ­ტის – მი­ნე­რა­ლის შე­სა­ხებ. ის სწავ­ლობს მი­ნე­რა­ლის ქი­მი­ურ შედ­გე­ნი­ლო­ბას, სტრუქ­ტუ­რას, ფი­ზი­კურ თვი­სე­ბებს, წარ­მო­შო­ბის გე­ო­ლო­გი­ურ და თერ­მო­დი­ნა­მი­კურ პი­რო­ბებს, ბუ­ნებ­რივ ასო­ცი­ა­ცი­ებს, გარ­დაქ­მნის პრო­ცე­სებს, კვლე­ვის მე­თო­დებს, კლა­სი­ფი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ვლებს და ა. შ.  
ტერ­მი­ნი ‘’მი­ნე­რა­ლი’’ 1636 წელს იქ­ნა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იტა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რის ბერ­ნანდ ცე­ზი­უ­მის მი­ერ. ძვე­ლი ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვა ‘’მი­ნე­რა‘’­ მად­ნის შტუფს, მად­ნის ნა­ტეხს, მა­ღა­როს მად­ნი­ან ძარღვს ნიშ­ნავს.
მი­ნე­რა­ლი არის შე­და­რე­ბით ჰო­მო­გე­ნუ­რი (ერ­თგვა­რო­ვა­ნი) მყა­რი სხე­უ­ლი, აგე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტით (Au, Pt, C) ან ელე­მენ­ტთა ჯგუ­ფით (Cu­FeS2, Ca­WO4  და სხვ.); წარ­მო­ად­გენს მი­წის ქერ­ქში ან მის ზე­და­პირ­ზე მიმ­დი­ნა­რე ფი­ზი­კურ­-ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ბუ­ნებ­რივ პრო­დუქტს; ფლობს გან­საზღ­ვრულ, თუმ­ცა არცთუ  მუდ­­მივ ქი­მი­ურ შედ­გე­ნი­ლო­ბას, კრის­ტა­ლურ სტრუქ­ტუ­რას, ფი­ზი­კურ თვი­სე­ბებს და მდგრა­დია გან­საზღ­ვრულ თერ­მო­დი­ნა­მი­კურ საზღ­ვრებ­ში. მი­ნე­რა­ლე­ბი ჩნდე­ბი­ან კოს­მო­სურ სივ­რცე­შიც; მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მთვა­რის, რკი­ნაქ­ვის მე­ტე­ო­რი­ტე­ბის, პლა­ნე­ტე­ბი­სა და მა­თი თა­ნამ­გზავ­რე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა­ში; წარ­მო­იქ­მნე­ბი­ან დი­დი ზო­მის კოს­მო­სუ­რი სხე­უ­ლე­ბის (მე­ტე­ო­რი­ტე­ბის) დე­და­მი­წა­ზე და­ცე­მის ად­გი­ლებ­შიც.
რო­გორც მი­ნე­რა­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი გან­მარ­ტე­ბი­დან ჩანს, მთა­ვა­რი ყუ­რადღ­ე­ბა ეთ­მო­ბა მი­ნე­რა­ლის ბუ­ნებ­რივ წარ­­მო­შო­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, გა­მო­რიცხ­ავს ხე­ლოვ­ნუ­რად (ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი წე­სით) მი­ღე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ელე­მ­ენ­ტის ან ელე­მენ­ტთა ნა­ერ­თე­ბის მი­ნე­რალ­თან მი­კუთ­ვნე­ბის სა­კითხს.
ამა თუ იმ მი­ნე­რალ­ზე გაზ­რდი­ლი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა მრეწ­ვე­ლო­ბის კონ­კრე­ტულ დარ­გში დღის წეს­რიგ­ში აყე­ნებს ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში მა­თი გა­მოზ­რდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას - დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბის მიზ­ნით. ხე­ლოვ­ნუ­რი გზით მი­ი­ღე­ბი­ან ისე­თი მი­ნე­რა­ლე­ბი, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ მსგ­ავ­­სი ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ანა­ლო­გე­ბი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გზით არის მი­ღე­ბუ­ლი ალ­მა­სის (C), კო­რუნ­დის (AlO3)­­, კვარ­ცის (SiO2), ზურ­მუხ­ტის (Be3­Al2[Si6O18] ) ­საკ­მა­ოდ დი­დი ზო­მი­სა და წონის კრის­ტა­ლე­ბი.
კა­მა­თის საგ­ნად რჩე­ბა ასე­ვე ტექ­ნო­გე­ნუ­რი ნა­ერ­თე­ბის მი­ნე­რა­ლე­ბი­სად­მი მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბის სა­კითხ­იც. ამ ტი­პის ნა­ერ­თე­ბი ჩნდე­ბი­ან ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად ­–წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის მი­ლე­ბის, სამ­თო გა­მო­ნა­მუ­შევ­რებ­ში კუთხ­ო­ვა­ნი­სა და ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის საყ­რდე­ნი ძე­ლე­ბის კედ­ლებ­ზე და სხვ. მკვლე­ვარ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა ტექ­ნო­გე­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ნა­ერ­თებს სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ნი­ხი­ლავს მი­ნე­რა­ლე­ბის რიცხ­ვში, რად­გან მი­იჩ­ნე­ვს, რომ მათ წარ­მო­შო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის ფაქ­ტო­რი  არის სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვი­თი.  
თუ ნივ­თი­ე­რე­ბის სიმ­ყა­რის მო­მენტს მი­ვიჩ­ნევთ ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტის ან ელე­მენ­ტთა ნა­ერ­თის მი­ნე­რა­ლად აღი­ა­რე­ბის ერ­თ-ერთ მთა­ვარ კრი­ტე­რი­უ­მად, მა­შინ გა­ზურ და თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბი მი­ნე­რა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მო­ი­რიცხ­ე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, წყა­ლი (H2O), რო­გორც ყი­ნუ­ლი, მი­ე­კუთ­ვნე­ბა მი­ნე­რალს, მაგ­რამ, რო­გორც წყა­ლი, არ არის მი­ნე­რა­ლი. მსგავ­სი მა­გა­ლი­თის მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა თხე­ვა­დი ვერ­ცხლის­წყლის შემ­თხვე­ვა­შიც. მკვლე­ვარ­თა დი­დი ნა­წი­ლი სიმ­ყა­რის მო­მენტს ნა­ერ­თთა მი­ნე­რა­ლე­ბად მიჩ­ნე­ვის ერ­თ-ერთ კრი­ტე­რი­უ­მად არ გა­ნი­ხი­ლავს და წყა­ლიც და ბუ­ნებ­რი­ვი  თხე­ვა­დი  ვერ­ცხლის­წყა­ლიც, მა­თი აზ­რით, მი­ნე­რა­ლო­გი­ის შეს­წავ­ლის ობი­ექ­ტებს წარ­მოად­გე­ნს.
ტრა­დი­ცი­უ­ლად, ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის ან მა­თი ნა­ერ­თე­ბის მი­ნე­რალ­თა რიცხ­ვში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ერ­თ-ერთ პი­რო­ბად ით­ვლე­ბა არა­ორ­გა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბა. მკვლე­ვარ­თა დი­დი უმე­ტე­სო­ბა ას­ეთ შეზღ­უდ­ვებ­საც არ მი­იჩ­ნევს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად, რად­გან ბუ­ნე­ბა­ში არის ზო­გი­ერ­თი ისე­თი ორ­გა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ნა­ერ­თი, რომ­ელიც სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბს მი­ნე­რა­ლის ცნე­ბის მოთხ­ოვ­ნებს. ერ­თ-ერთ მა­გა­ლი­თად გა­მოდ­გე­ბა მო­ლუს­კე­ბის ნი­ჟა­რებ­ში სა­და­ფის ში­და შრის არა­გო­ნი­ტით აგე­ბუ­ლი თხე­ლი ფირ­ფი­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა. არა­გო­ნი­ტით არის აგე­ბუ­ლი  ნი­ჟა­რის შიგ­ნით მოხ­ვედ­რი­ლი ქვი­შის ნა­ტე­ხე­ბის გარ­შე­მო შე­მოზ­რდი­ლი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლი შრე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბით და ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბით არა­ორ­გა­ნუ­ლი არა­გო­ნი­ტის სრუ­ლი ანა­ლო­გი­ა.
მი­ნე­რა­ლო­გი­ის კვლე­ვის სფე­რო­ში არ ექ­ცევა ამორ­ფუ­ლი (ა­რაკ­რის­ტა­ლუ­რი)  მყა­რი სხე­უ­ლე­ბი (ვულ­კა­ნუ­რი მი­ნა, მე­ტა­მიქ­ტუ­რი მი­ნე­რა­ლე­ბი და სხვა),  რომ­ლებ­შიც მა­ტე­რია­ლუ­რი ნა­წი­ლა­კე­ბი (ი­ო­ნე­ბი, ატო­მე­ბი, მო­ლე­კუ­ლე­ბი) უწეს­რი­გოდ არის გან­ლა­გე­ბუ­ლი. ასეთ ნა­ერ­თებს მი­ნე­რა­ლო­ი­დებს უწო­დე­ბენ. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით მი­ნე­რა­ლო­გი­ის კვლე­ვის ობი­ექ­ტად მა­ინც რჩე­ბა ამორ­ფუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რიცხ­ვი _ ოპა­ლი და ალო­ფა­ნი. ამის მი­ზე­ზად ბუ­ნე­ბა­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ კრის­ტა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან მათ მჭიდ­რო გე­ნე­ტურ კავ­შირს  ასა­ხე­ლე­ბენ.
სადღ­ე­ი­სოდ ცნო­ბი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 3000-ზე მე­ტი მი­ნე­რა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა და ამ­დე­ნი­ვე ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ნე­რა­ლე­ბის რიცხ­ვი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით იზ­რდე­ბა.

Comments

Popular posts from this blog